,,ამოტრიალებული პიარამიდის” გამო დაწყებული ორომტრიალი თუ წინასწარ გაკეთებული  ,,ბიზნესგათვლა”?!

როგორ დასრულდება ჟურნალისტებსა და გამომცემელს შორის დაწყებული სასამართლო დავა?!

,,რუსთავის ამბების” გარშემო მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ გაზეთი ,,მზის სხივს” იხილავდა. როგორც რესპოდენტები, ასევე მკითხველი, თითქმის სამი თვე ელოდნენ, კარგა ხნის წინ ,,დაანონსებულ” და დაპირებულ გაზეთს. აპრილის შუა რიცხვებში ,,რუსთავის ამბების” პირველი ნომერი დაიბეჭდა და, ამავდროულად, სასამართლოში ჟურნალისტთა სარჩელიც გაჩნდა. გაზეთის პირველი რედაქტორი და ხუთი თანამშრომელი გამომცემელისგან კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების მიღებას მართლმსაჯულების გზით ცდილობენ. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ფავლენიშვილი იცავს. საქმის წინასწარი მოსმენა 27 ივლისს მოხდება.

ვრცლად...

,,გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია” _ როდის ან ვინ მოიცლის საერთო საცხოვრებელში შესახლებულებისათვის

ხელისუფლების მხრიდან საერთო საცხოვრებელში შესახლებულთა დახმარება კანონს ეწინააღმდეგება

,,გასაკეთებელი  ჯერ კიდევ ბევრია” _ წინასაარჩევნოდ სწორედ ეს სლოგანი შეარჩია მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად. იმას, რომ რუსთავში ბევრი საქმე გაკეთდა და დღესაც კეთდება, არავინ უარყოფს, მაგრამ გასაკეთებელი, მართლაც ბევრი დარჩა.
 მეორე წელია, წარმოება-დაწესებულებებმა ქალაქს მუნიციპალურ საკუთრებაში რამდენიმე ათეული საერთო საცხოვრებელი გადასცა. რუსთაველებმა დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზების პროცესი აქტიურად დაიწყეს, ქალაქის ხელისუფლებამ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, ამორტიზირებულ და დაზიანებულ შენობებში კომუნალური პრობლემების მოგვარება დაიწყო, თუმცა დარჩა ისეთი საერთო საცხოვრებლები, სადაც მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა.

ვრცლად...

 

ქვემო ქართლის მედია ჯგუფის მისიაა ხელი შეუწყოს რეგიონში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას პროფესიონალური, ეთიკის პრინციპებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის წახალისებით.


 

,,ქვემო ართლის მედია ჯგუფი”

ქ. რუსთავი ფიროსმანის # 9
24. 06. 2010 ხუთშაბათი
დისკუსია თემაზე ეთნიკური უმცირესობები და მედია
სადისკუსიის თემები:
ეთნიკური უმცირესობების უფლებები საქართველოში. რა უფლებები აქვთ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში და ევროპაში
მედიის მდგომარეობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ. ვრცლად  
არქივი

29.05.2010 რუსთავი
 
,,ქვემოქართლისმედიაჯგუფმა” GoGroup-ისწარმომადგენლებსუმასპინძლა

04.05.2010 რუსთავი

,,ქვემო ქართლის მედია ჯგუფმა” ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” უმასპინძლა..

18.05.2010 რუსთავი
 ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” შეხვედრა ,,ქვემო ქართლის მედია ჯგუფში”..

არქივი